შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ მე-4 სტუდენტურ კონფერენციაზე „კავკასია გზაჯვარედინზე - რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები.“ კონფერენცია გაიმართება 2016 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში.

კონფერენციის თემატიკა ძალზე ფართო და მრავლისმომცველია, ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ადამიანის უფლებები. ამიტომ მასში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სასწავლო პროგრამის სტუდენტებს, ეს კი რეგიონული უსაფრთხოების თემის განსხვავებული პერსპექტივებიდან განხილვის საშუალებას იძლევა.
ღონისძიების მიზანია სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლება, მომავალი ლიდერებისა და მკვლევრების შეკრება, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესს კავკასიის რეგიონულ სტაბილურობაზე .
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

თემები:
საერთაშორისო ურთიერთობები: კავკასია და ზესახელმწიფოების ინტერესთა კონფლიქტი - რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები;
საჯარო ადმინისტრირება: საჯარო სექტორის რეფორმირება: საერთაშორისო გამოცდილება და არსებული გამოწვევები; 
ეკონომიკა: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის განვითარება კავკასიის რეგიონში; 
სამართალმცოდნეობა: კანონის უზენაესობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხები კავკასიაში.

მონაწილეობის კრიტერიუმები:
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მკვლევარებს, რათა მათ განსხვავებული პერსპექტივებიდან განიხილონ რეგიონული სტაბილურობის საკითხი და, ამასთან, შემოგვთავაზონ ინოვაციური მიდგომა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს;
• შზსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტების (როგორც საქართველოში, ასევე შავი ზღვის რეგიონში) ბაკალავრიატის პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, ასევე მაგისტრანტებს; 
• მონაწილეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონის პრობლემატიკითა და არსებული გამოწვევებით, შეუძლიათ ახლებური ხედვის და ორიგინალურად აზროვნების უნარი.

სააპლიკაციო პროცესი
• მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ანოტაცია არა უგვიანეს 2016 წლის 1 აპრილის 23:55 სთ-ისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
• შერჩევის შემთხვევაში, საორგანიზაციო კომისიას უნდა გაუგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი არა უგვიანეს ამა წლის 15 მაისის 23:55 სთ-ისა; 
• კონფერენციისთვის მოხსენება, პრეზენტაციის სახით - არა უგვიანეს ამა წლის 30 მაისის 23:55 სთ-ისა;

კონფერენციის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეული ნაშრომების ავტორებს.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა!
რაიმე სახის საგანგებო საჭიროების არსებობის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეები წინაწარ უნდა დაუკავშირდნენ კონფერენციის ორგანიზატორებს.

მითითებები განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით:
ანოტაცია
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ანოტაცია, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
• ანოტაცია უნდა აჩვენებდეს ინოვაციურ მიდგომას რეგიონული სტაბილურობის საკითხისადმი:
• მოცულობით არ უნდა აჭარბებდეს 250-300 სიტყვას;
• MS Word-ის ფორმატში (Times New Roman, შრიფტის ზომა - 12);
• უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას აღნიშნული თანმიმდევრობით: 1. ავტორის (ავტორების) ვინაობა; 2. სწავლების საფეხური და კურსი; 3. ანოტაციის სათაური.
• ანოტაცია უნდა შეიცავდეს პრობლემის/დასმული საკითხის მოკლე აღწერასა და კვლევის ძირითად/მოსალოდნელ შედეგებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა ამა წლის 1 აპრილი 23:55 სთ.
დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება!

საბოლოო ნაშრომი:
კონფერენციის შემდეგ მონაწილეებმა უნდა ჩააბარონ თავიანთი საბოლოო ნაშრომები. ნაშრომს უნდა ჰქონდეს სტატიის ფორმა და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას (სარჩევისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით);
• ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს MS Word-ის ფორმატში (Times New Roman, შრიფტის ზომა - 12);
• ყველა ნაშრომს უნდა ჰქონდეს ანოტაცია;
• ყველა ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ სექცია: შესავალი, კვლევის მეთოდოლოგია, პრობლემის განხილვა/კვლევის შედეგები, დასკვნები, ბიბლიოგრაფია.
ნაშრომები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, არ განიხილება.
ნაშრომის სრული ვარიანტის ჩაბარების ბოლო ვადაა ამა წლის 15 მაისი, 23:55 სთ.

პრეზენტაცია
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ნაშრომები კომისიის წინაშე Powerpoint-ში მომზადებული პრეზენტაციით.
კონფერენციის თითოეულ მონაწილეს დაეთმობა 15 წუთი.
საპრეზენტაციოდ განსაზღვრული დროა 10 წუთი (მონაწილეებს დრო არ დაემატებათ!);
პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხისათვის გამოყოფილია 5 წუთი.
კანდიდატებმა კონფერენციამდე უნდა მოამზადონ და გამოაგზავნონ პრეზენტაცია. დეტალურ ინსტრუქციებს მონაწილეები მოგვიანებით მიიღებენ.
პრეზენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა ამა წლის 30 მაისი, 23:55 სთ.

International Black Sea University is pleased to announce 4th Joint International Student Conference “Caucasus at the Crossroads: Challenges to Regional Stability”, which will take place on 2nd of June, 2016 in beautiful Tbilisi, Georgia.

The topic of the Conference is extremely comprehensive and focuses on variety of issues from regional security to economic development and human rights. Therefore, it brings motivated students of five different programs to participate in the conference and encourages to discuss the regional stability from different perspectives.
The goal of the event is to increase the knowledge of young people from various fields bringing potential leaders and researchers together in order to contribute to the dialogue on regional stability in the Caucasus.
Working languages of the conference: Georgian & English.

TOPICS
International Relations: The Caucasus and clash of Great Power Interests: Challenges to regional security;
Public Administration: Public Sector Reforms across the Caucasus: Best Practices and Challenges;
Economics: Economic reforms, policies and business development in the Caucasus Region;
Journalism: Freedom of expression and challenges to regional media: comparative perspective;
Law: Rule of Law, Democracy and Human Rights issues in the Caucasus. 

PARTICIPATION IN THE CONFERENCE

Eligibility Criteria
We are looking for motivated individuals, students and young professionals from various fields able to discuss challenges to the regional stability from different perspectives demonstrating innovative approach. In particular:
- Junior and Senior-year students of BA Programme, as well as MA students from Tbilisi State University and International Black Sea University;
- Junior and Senior-year students of BA Programme, as well as MA students of the partner Universities from the Black Sea Region;
- Having demonstrated a keen interest in the region and related issues, as well as innovative thinking;

Application Process
Applicants willing to participate in the conference are asked:
- Submit an abstract by April 1, 2016 23.55 local time to the following E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;
- If selected, submit a final paper to the organizing committee by May 15, 2016 23:55 local time;
- Submit a presentation by 30thof May, 2016 23:55 local time;

*Only selected candidates will be contacted.

Participation Fee
Conference is free of charge. 

Applicants with disabilities
Applicants with disabilities should contact us in advance and request special assistance if needed

GUIDELINES FOR SUBMISSION

Abstract

Applicants willing to participate in the conference are invited to submit their abstracts in Georgian or in English complying with the following requirements:
- Demonstrating innovative approach to regional stability; 
- The volume of the abstract should not exceed 250-300 words;
- To be submitted in MS Word format (Times New Roman, font size 12);
- It should contain following information in order: a) author(s); b) affiliation c) title of abstract;
- The abstracts should include problem statement/description and main finding (expected findings) of the author.

Deadline: April 1, 2016 23.55 local time.
Late applications will not be considered.
Please, be aware that due to a large volume of applications only short-listed candidates will be contacted to prepare a presentation and participate in the conference. 

Guidelines for final papers:

After the conference the participants will be asked to submit their final papers as an article. The papers failing to meet the following requirements will be automatically rejected:
- No more than 3000 words, including tables and references;
- MS Word, (Times New Roman, font size 12);
- All papers should include an abstract;
- All papers are also expected to include: Introduction, Methodology, Findings/discussions; Conclusions/implications; List of references.
Final Paper Submission Deadline: 15thof May, 2016 23:55 local time.

Presentation:

As selected, participants of the conference are expected to deliver a Powerpoint presentation and share their findings with the committee.
- 15 minutes in total will be devoted to each participant;
- Max. 10 min presentation (no extra time will be provided);
- The presentation will be followed by 5 min Q&A session.
- Candidates will be asked to prepare and submit a presentation prior to the conference. Further instructions will follow.
Deadline for submission: 30thof April, 2016 23:55 local time.